
ჩვენ შესახებ
Ave.New არის თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აღმაშენებლის ხეივანზე, რომელიც ქალაქის ახალ ურბანულ ცენტრს ქმნის.
პროექტი შედგება 4 ბლოკისა და 8 საცხოვრებელი კორპუსისგან. ეს არის სივრცე ახალი კავშირებისთვის - ადგილი, სადაც შექმნილია ყველაფერი სრულყოფილი და მშვიდი ცხოვრებისთვის.
Ave.New • ახალი გამზირი უნიკალურია თავისი კონცეფციით - იქმნება ინოვაციური საცხოვრებელი გარემო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, არამედ სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულიად ცვლის აღმაშენებლის ხეივანზე ცხოვრების გამოცდილებას.
კომპლექსს გადაკვეთს ახალი სამანქანო გზა, რომელიც ფარნავაზ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის ხეივნის პარალელურად გაივლის. ახალი სატრანსპორტო კვანძი მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაადგილებას და განტვირთავს მოძრაობას.
ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ

პირველი რეკრეაციული ხიდი
Ave.New-ში ყოველი დეტალი თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს ერგება - არქიტექტურიდან სრულყოფილ ინფრასტრუქტურამდე.
ხიდი დაპროექტებულია როგორც თანამედროვე საზოგადოებრივი სკვერი, სადაც მწვანე ზონები, მოსასვენებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები ერთიანდება. მნიშვნელოვანია, რომ საფეხმავლო ხაზი არ იკვეთება სატრანსპორტო გზასთან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას და შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
Ave.New არის პროექტი, რომელიც დედაქალაქში ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, ქმნის მჭიდრო ურბანულ კავშირებს და მომავალ მაცხოვრებლებს სთავაზობს გარემოს, სადაც ყოველდღიური კომფორტი და ბუნებრივი ჰარმონია ერთმანეთს ერწყმის.


